მედიის ცნობით, პაკისტანის ყოფილი პრემიერ-მინისტრი იმრან ხანი აქციის მსვლელობისას ცეცხლსასროლი იარაღიდან დაჭრეს
მედიის ცნობით, პაკისტანის ყოფილი პრემიერ-მინისტრი იმრან ხანი აქციის მსვლელობისას ცეცხლსასროლი იარაღიდან დაჭრეს

პაკისტანის ყოფილ პრემიერ-მინისტრ იმრან ხანს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. 

ჟურნალისტების ცნობით, პაკისტანელი პოლიტიკოსი რიგგარეშე არჩევნების ჩატარების მოთხოვნით გამართულ საპროტესტო მარშში მონაწილეობდა, რა დროსაც ის ფეხის არეში დაჭრეს.  როგორც მედია წერს, იმრან ხანის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

70 წლის იმრან ხანის პარტიის წევრების ინფორმაციით, ინციდენტის დროს კიდევ ოთხი ადამიანი დაშავდა, თუმცა არავინ დაღუპულა.

ამასთან, როგორც იმრან ხანის მთავარმა თანაშემწემ „ფრანს პრესს“ განუცხადა, „ეს იყო ყოფილი პრემიერ-მინისტრის მკვლელობის მცდელობა“.