პაკისტანის პრემიერ-მინისტრი – ავღანელი გოგონებისთვის სკოლაში წასვლის აკრძალვა არაისლამური იქნება, ამას რელიგიასთან საერთო არაფერი აქვს

18:16, 21.09.2021

ავღანელი მოსწავლე გოგონებისთვის სკოლაში წასვლის აკრძალვა არაისლამური იქნება და ამას რელიგიასთან საერთო არაფერი აქვს, – ამის შესახებ პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა, იმრან ხანმა „ბიბისისთან“ ინტერვიუში განაცხადა.

პაკისტანის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, „თალიბანის“ ახალი მთავრობის აღიარებისთვის, ავღანეთის მთავრობა ინკლუზიური უნდა იყოს და ადამიანის უფლებებს პატივი სცეს.

იმრან ხანის განცხადებით, ავღანეთი არ უნდა იყოს გამოყენებული ტერორისტების თავშესაფრად, რომლებიც შესაძლოა, პაკისტანის უსაფრთხოებას დაემუქრონ. პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ თალიბები ქალებს და გოგონებს სკოლაში წასვლის უფლებას მისცემენ.

მსგავსი