„კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩხოროწყუს, აბაშისა და ხობის მუნიციპალიტეტებში დღეიდან დაიწყო
„კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩხოროწყუს, აბაშისა და ხობის მუნიციპალიტეტებში დღეიდან დაიწყო

„კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის აცრა ჩხოროწყუს, აბაშისა და ხობის მუნიციპალიტეტებში დღეიდან დაიწყო.

ამბულატორიულ ცენტრებსა და „ევექსის“ კლინიკებში ვაქცინაცია დილიდან მიმდინარეობს.

სამივე მუნიციპალიტეტში 70-მდე ექიმია რეგისტრირებული. მედიკოსები ნებაყოფლობით იცრებიან და კოლეგებს აქტიურობისკენ მოუწოდებენ.

სამეგრელო-ზემო სვანეთში ვაქცინაცია 15 მარტს ზუგდიდიდან დაიწყო.

ამჟამად, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს ვაქცინაციის პროცესი. რეგიონის მასშტაბით გამოყოფილია 3 100 დოზა „ასტრაზენეკას“ ვაქცინა.