„კოვაქსისის“ საშუალებით „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინების განაწილების გრაფიკი მომავალ კვირაში გახდება ცნობილი
„კოვაქსისის“ საშუალებით „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინების განაწილების გრაფიკი მომავალ კვირაში გახდება ცნობილი

საერთაშორისო მექანიზმ „კოვაქსისის“ საშუალებით „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინების მიწოდების გრაფიკი მონაწილე ქვეყნებისთვის მომავალ კვირაში გახდება ცნობილი.

ამის შესახებ ნათქვამია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში, რომელიც ორგანიზაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. რელიზის მიხედვით, ვაქცინების ნაწილის მიწოდება თებერვლის ბოლოს, ხოლო ძირითადი ნაწილის მარტში დაიწყება.

განცხადებაში დასახელებულია ის კრიტერიუმები, რომლებიც „კოვაქსის“ მონაწილე ქვეყნებმა ვაქცინების დროულად მისაღებად უნდა დააკამაყოფილონ. ერთ-ერთი ასეთი წინაპირობა არის კონკრეტული ქვეყნის მარეგულირებელი ორგანოების მიერ „კოვაქსის“ საშუალებით დასარიგელები ვაქცინების გამოყენებისთვის ნებართვის გაცემა და ვაქცინაციის ეროვნული გეგმის წარდგენა.

ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მიესალმება ბრიტანულ-შვედური კომპანია „ასტრაზენეკას“ ვაქცინის ორი ვარიანტისთვის საგანაგებო გამოყენების ნებართვის გაცემას.

შეგახსენებთ, რომ 3 თებერვალს კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების გლობალური ხელმისაწვდოომის უზრუნველყოფისთვის შექმნილი საერთაშორისო მექანიზმის „კოვაქსის“ მესვეურებმა გაავრცელეს წინასწარი პროგნოზი, რომლის მიხედვითაც ამ მექანიზმის გამოყენებით კომპანა „ასტაზენეკასა“ და „პფაიზერის“ ვაქცინების დარიგება იგეგმება. ამ პროგნოზის მიხედვით, საქართველო ვაქცინის 214 ათას დოზას მიიღებს.