კოპენჰაგენში, კინოფესტივალ East by Southeast-ის ფარგლებში, დანიის სამეფოში საქართველოს საელჩოსა და Danish Film Institute -ის მხარდაჭერით, ქართული ფილმის, “ნამე“-ს ჩვენება გაიმართა. ინფორმაცის კინოცენტრი ავრცელებს.
ფილმის დაწყებამდე მაყურებელს სიტყვით მიმართა საქართველოს ელჩმა, გიგი გიგიაძემ, რომელმაც ისაუბრა ქართულ კულტურაში კინემატოგრაფიის როლზე. ელჩმა ხაზი გაუსვა “ნამე“-ს შინაარსობრივ სიღრმესა და სანახაობრივ სილამაზეს.
ფილმის დასრულების შემდეგ საქართველოს საელჩოს ორგანიზებით გაიმართა მიღება.
რეჟისორ ზაზა ხალვაშის ფილმი „ნამე“ წელს საქართველოდან საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაზე წარსადგენად გაიგზავნა.