კოპენჰაგენში ქართული ფილმის, „ნამე"-ს ჩვენება გაიმართა
კოპენჰაგენში  ქართული ფილმის, „ნამე"-ს ჩვენება გაიმართა

კოპენჰაგენში, კინოფესტივალ East by Southeast-ის ფარგლებში, დანიის სამეფოში საქართველოს საელჩოსა და Danish Film Institute -ის მხარდაჭერით, ქართული ფილმის, “ნამე“-ს ჩვენება გაიმართა. ინფორმაცის კინოცენტრი ავრცელებს.

ფილმის დაწყებამდე მაყურებელს სიტყვით მიმართა საქართველოს ელჩმა, გიგი გიგიაძემ, რომელმაც ისაუბრა ქართულ კულტურაში კინემატოგრაფიის როლზე. ელჩმა ხაზი გაუსვა “ნამე“-ს შინაარსობრივ სიღრმესა და სანახაობრივ სილამაზეს.

ფილმის დასრულების შემდეგ საქართველოს საელჩოს ორგანიზებით გაიმართა მიღება.

რეჟისორ ზაზა ხალვაშის ფილმი „ნამე“ წელს  საქართველოდან საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაზე წარსადგენად გაიგზავნა.

დატოვე კომენტარი