ქართული ლეგიონი - ხოჭოლავა „კოპენჰაგენის“ ძირითად შემადგენლობაში დაბრუნდა #1TVSPORT
ქართული ლეგიონი - ხოჭოლავა „კოპენჰაგენის“ ძირითად შემადგენლობაში დაბრუნდა #1TVSPORT

დათა ხოჭოლავამ ტრავმა მოირჩინა, მოედანს დაუბრუნდა და, სათასო შეხვედრის შემდეგ, „კოპენჰაგენის“ ძირითად შემადგენლობაში დანიის სუპერლიგაშიც ითამაშა. ქართველი ფეხბურთელის გუნდმა „ჰვიდოვრე“ 4:0 დაამარცხა, ხოჭოლავამ კი 61 წუთი ითამაშა.

იტალიის სერია A-ს მე-10 ტურში საბა საზონოვის „ტორინო“ „ლეჩეს“ ესტუმრა და მნიშვნელოვანი გაარჯვება მოიპოვა – 0:1. საქართველოს ნაკრების მცველი, რომელმაც წინა ტურში ძირითად შემადგენლობაში ითამაშა, ამჯერად სათადარიგოებში იყო, რადგან სანდრო ბონჯორნო მომჯობინდა და მეოდანს დაუბრუნდა.

იტალიის სერია B-ში კი ლუკა ლოჩოშვილის „კრემონეზე“ გასვლაზე „ჩიტადელას” დაუპირისპირდა და 1:2 მოიგო. საქართველოს ნაკრების მცველს დისკვალიფიკაცია დაუსრულდა, მაგრამ ამჯერად სათადარიგოებში დარჩა.

ინგლისის ჩემპიონშიფში კი გიორგი ჩაკვეტაძის „უოტფორდმა“ „მილუოლს“ უმასპინძლა და 90+2-ე წუთზე გატანილი გოლით თამაში გადარჩინა – 2:2. საქართველოს ნაკრების შემტევი განაცხადში იყო, მაგრამ არ უთამაშია.

თურქეთის სუპერლიგაში გიორგი აბურჯანია „ჰათაისფორის“ ძირითად შემადგებლობაში იყო და 63 წუთი ითამაშა. ქართველი ნახევარმცველის გუნდი შინ „ქაისერისფორთან” 1:2 დამარცხდა.