კონგრესმენი მაიკლ დოილი სოციალურ ქსელებისგან ვაქცინების შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებაში შემჩნეული პირების დაბლოკვას მოითხოვს
კონგრესმენი მაიკლ დოილი სოციალურ ქსელებისგან ვაქცინების შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებაში შემჩნეული პირების დაბლოკვას მოითხოვს

ამერიკელი კონგრესმენი სოციალურ ქსელებისგან ვაქცინების შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებაში შემჩნეული პირების დაბლოკვას მოითხოვს. დემოკრატიული პარტიის წევრი მაიკ დოილი შესაბამისი მოთხოვნით „ფეუსბუქს“, „ტვიტერს“ და „გუგლს“ მიმართავს.

ეს მოწოდება დოილმა კონგრესის სხდომაზე გააკეთა. ჯერ მის განცხადებაზე სოციალური ქსელების წარმომადგენლებს კომენტარი არ გაუკეთებიათ.

მანამდე, ფეისბუქში განაცხადეს, რომ ამჟამად მიმდინარეობს საკითხის შესწავლა და უნდა დადგინდეს, არღვევენ თუ არა ვაქცინების მოწინააღმდეგეები სოციალურ ქსელებში ქცევის წესებს.

„ციფრული სიძულვილის ენის საწინააღმდეგო ცენტრის“ მონაცემებით, „ფეისბუქსა“ და „ტვიტერში“ გავრცელებული ვაქცინების საწინააღმდეგო 800 ათასზე მეტი ჩანაწერის პირველწყარო 12-ზე მეტი მომხმარებელია.

„ანტივაქსერების ჩანაწერები ფეისბუქში, ტვიტერში, ინსტაგრამსა და იუთუბზე 59 მილიონმა მომხმარებელმა ნახა“, – აცხადებენ ცენტრში.

„ბიბისის“ ცნობით, ყველაზე აქტიურ 12 ანტივაქსერს შორის არის აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის ძმისშვილი რობერტ კენედი უმცროსი. მისი გვერდი „ინსტაგრამზე“ უკვე წაშალეს.