კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში სატვირთო მატარებელი ლიანდაგებიდან გადავიდა და ხევში გადავარდა, რის შემდეგაც ცეცხლი მოედო. ინციდენტის შედეგად დაიღუპა 30 ადამიანი, 25-ზე მეტმა კი სხვდასხვა სიმძიმის დაზიანბები მიიღო.
სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, ინციდენტი ლუალაბას პროვინციაში მოხდა.
ადგილობრივი ხელისუფლება ვარაუდობს, რომ სარკინიგზო კატასტროფის მსხვერპლთა რიცხვი გაიზრდება. ადგილზე სამაშველო ოპერაცია გრძელდება.
მომხდართან დაკავშირებით კონგოს რკინიგზის ნაციონალურმა კომპანიამ გამოძიება დაიწყო.