კონგოში წყალდიდობისა და მეწყერის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 400-მდე გაიზარდა
კონგოში წყალდიდობისა და მეწყერის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 400-მდე გაიზარდა

კონგოში წყალდიდობისა და მეწყერის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 400-მდე გაიზარდა, – ამის შესახებ პროვინციის გუბერნატორმა, თეო კასიმ განაცხადა.

გასულ კვირაში დაწყებულმა ძლიერმა წვიმებმა სამხრეთ კივუს პროვინციაში მდინარეების ადიდება გამოიწვია, რის შედეგადაც ბუშუშუსა და ნიამუკუბის სოფლები დაიტბორა.

მედიის ცნობით, გაზრდილია დაკარგულთა რაოდენობაც. მაშველები ამ დრომდე ეძებენ გარდაცვლილთა ცხედრებს. ცენტრალურმა ხელისუფლებამ 8 მაისი ეროვნულ გლოვის დღედ გამოაცხადა.