ამერიკული კომპანია Tesla -ს მთავარი ინჟინერი 5 წლიანი მუშაობის შემდეგ კომპანიიდან წავიდა. დაგ ფილდი პროექტირების ვიცე პრეზიდენტიც იყო. კომპანიამ წერილი გამოაქვეყნა , სადაც ფილდს გაწეული სამსახურისთვის მადლობას უხდიან.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია , რომ Tesla -ში რეორგანიზაცია იგეგმება , რომლის შედეგადაც შესაძლოა 4 ათასი ადამიანი სამსახურის გარეშე დარჩეს.
ამერიკული კომპანია Tesla Motors 2003 წელს დაარსდა, ის ელექტრო ავტომობილებს აწარმოებს. კომპანიის სათაო ოფისი კალიფორნიაში მდებარეობს .