Tesla -ს მთავარი ინჟინერი დაგ ფილდი კომპანიიდან წავიდა

17:14, 03.07.2018

ამერიკული კომპანია Tesla -ს მთავარი ინჟინერი 5 წლიანი მუშაობის შემდეგ კომპანიიდან წავიდა. დაგ ფილდი პროექტირების ვიცე პრეზიდენტიც იყო. კომპანიამ წერილი გამოაქვეყნა , სადაც ფილდს გაწეული სამსახურისთვის მადლობას უხდიან.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია , რომ Tesla -ში რეორგანიზაცია იგეგმება , რომლის შედეგადაც შესაძლოა 4 ათასი ადამიანი სამსახურის გარეშე დარჩეს.

ამერიკული კომპანია Tesla Motors  2003 წელს დაარსდა, ის ელექტრო ავტომობილებს აწარმოებს. კომპანიის სათაო ოფისი კალიფორნიაში მდებარეობს .

მსგავსი