„კოლხეთი 1913“-ის ფეხბურთელები და გულშემატკივრები ფოთის მერიის წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვენ
„კოლხეთი 1913“-ის ფეხბურთელები და გულშემატკივრები ფოთის მერიის წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვენ

საფეხბურთო კლუბ „კოლხეთი 1913“-ის ფეხბურთელები და გულშემატკივრები ფოთის მერიასთან შეიკრიბნენ. ისინი ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეხვედრას ითხოვენ. ამბობენ, რომ აუცილებელია დროულად გამოინახოს ფინანსური სახსრები, რათა მოხდეს გასულ სეზონში მოასპარეზე ფეხბურთელების დავალიანების დაფარვა. საუბარია 45 ათას ლარზე.

„აღნიშნული დავალიანების დაფარვა დღესვე უნდა მოხდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაბამისი სპორტულ- ტექნიკური კომისია აამოქმედებს სანქციას და გუნდს ექვსი ქულა დააკლდება, ეს კი გუნდისთვის სატურნირო მდგომარეობის უკიდურესად გაუარესებას გამოიწვევს.

ფოთის „კოლხეთი 1913“ დიდი ტრადიციების მქონე გუნდია. დღეს უდგას დიდი განსაცდელი. გავარდნის პირას კი არ არის, დაშლის პირასაა. გვინდა, ქალაქის ხელმძღვანელობასთან შეხვედრა იმისთვის, რომ ერთად გამოვნახოთ გზები ამ კლუბის გადასარჩენად. ქალაქს ჰქონდეს ფეხბურთი, არ გაქრეს სპორტის ორბიტადან ფოთი. გული შეგვტკივა გულშემატკივრებს. გუნდს აქვს ძალიან დიდი ფინანსური პრობლემა”, – განუცხადა ჟურნალისტებს „კოლხეთი 2013“-ის გულშემატკივარმა, დავით ძაძამიამ.

ხელისუფლების წარმომადგენლებს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.