„კოლხეთი 1913“-ის მეპატრონე მამუკა ჯუღელი ფოთის საპატიო მოქალაქეა #TVSPORT
„კოლხეთი 1913“-ის მეპატრონე მამუკა ჯუღელი ფოთის საპატიო მოქალაქეა #TVSPORT

ფოთის „კოლხეთი 1913“-ის მეპატრონე მამუკა (ივანე) ჯუღელს ფოთის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა, – ამის შესახებ ქალაქის მერმა, ბექა ვაჭარაძემ განაცხადა.

ფოთის მუნიციპალიტეტის მერმა საზოგადოებას 2023 წელს გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში წარუდგინა. ბექა ვაჭარაძემ პრეზენტაციაზე მიღწეულ შედეგებსა და რსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.

შეხვედრის ბოლოს მან სპეციალური პრიზით დააჯილდოვა ფოთის „კოლხეთი 1913“, რომელმაც სეზონი ქართული ფეხბურთის უმაღლეს ეშელონში გადასვლით დაასრულა. ხოლო გუნდის მფლობელი მამუკა ჯუღელი ფოთის საპატიო მოქალაქის წოდებით დაჯილდოვდა.

მამუკა ჯუღელი ფოთის „კოლხეთი 1913“-ის მეპატრონე 2022 წლის ბოლოს გახდა. მისი ხელმძღვანელობით უძველესი ქართული გუნდი, რომელიც 2021 წელს მესამე ლიგაში გამოდიოდა, მთავარ ქართულ ლიგაში დაბრუნდა.