„კოლხეთი 1913“-მა შეკრებაზე „ბრაბრანდი“ დაამარცხა #1TVSPORT
„კოლხეთი 1913“-მა შეკრებაზე „ბრაბრანდი“ დაამარცხა #1TVSPORT

ფოთის „კოლხეთი 1913“ -მა თურქეთში მეხუთე ამხანაგური შეხვედრა გამართა – დავით კვირკველიას გუნდი დანიურ „ბრაბრანდს“ დაუპირისპირდა და 2:1 დაამარცხა.

ფოთელთა გუნდმა თურქული შეკრების ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა. მიუხედავად იმისა, რომ გუნდმა პირველი ტაიმი დათმო, თამაშში გარდატეხის შეტანა მეორე ნახევარში მოახერხა და დამსახურებულ გამარჯვებას მიაღწია.

პირველ ტაიმში დანიის მეორე დივიზიონის (რანგით მესამე) კლუბი დაწინაურდა და შესვენებაზე გუნდები ამ ანგარიშით გავიდნენ – 0:1. „კოლხეთმა“ მეორე ტაიმი უკეთ ჩაატარა და მეტოქის კარი ორჯერ აიღო. ️ დანიელთა კარში ორივე გოლი „კოლხეთი 1913“ -ის დებიუტანტმა ფორვარდმა, 23 წლის კირილ კლიმოვმა გაიტანა.

მორიგი მატჩს ფოთის „კოლხეთი 1913“ რუმინულ „რეშიცასთან“ გამართავს – შეხვედრა ხვალ, 16 თებერვალსაა დაგეგმილი.

15.02.2024. ბელეკი.

კოლხეთი 1913 – ბრაბრანდი 2:1

„კოლხეთი 1913“-ის სასტარტო შემადგენლობა ბრაბრანდის წინააღმდეგ: კოტლიაროვი, ზურაბიანი, ტეამი, გიუნაშვილი, ახალაძე, გვალია, ჯიჯავაძე, ხარებავა, გვასალია, კლიმოვი, მელქაძე.