„ლოს ანჯელეს ლეიკერსის” ლეგენდამ კობი ბრაიანტმა საკუთარ “ტვიტერზე” გაავრცელა ინფორმაცია, რომ 2018 წლის ოქტომბერში გამოუშვებს საკუთარ წიგნს, რომლის სახელწოდება იქნება – “მამბას მენტალობა: როგორ ვთამაშობ”.
წიგნში კალათბურთელი აღწერს საკუთარი ფსიქოლოგიისა და მატჩების მზადების თავისებურებებს. წიგნისთვის წინასიტყვაობა დაწერა “ლეიკერსის” ყოფილმა მწვრთნელმა ფილ ჯექსონმა.
დღეს ბრაიანტი ESPN-ის არხზე უშვებს ანალიტიკურ შოუს, სადაც NBA-ის ვარსკვლავების თამაშს არჩევს.