ჩარლზ ბარკლიმ NBA-ის ყველა დროის საუკეთესოთა TOP 10 დაასახელა #1TVSPORT
ჩარლზ ბარკლიმ NBA-ის ყველა დროის საუკეთესოთა TOP 10 დაასახელა #1TVSPORT

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) ყოფილმა ვარსკვლავმა და ამჟამად TNT-ის ექსპერტმა, ჩარლზ ბარკლიმ წარმოადგინა ლიგის ისტორიაში საუკეთესო მოთამაშეების ათეული.

ბარკლის ვერსიით, ყველა დროის საუკეთესო კალათბურთელების TOP 10 ასე გამოიყურება:

  1. მაიკლ ჯორდანი
  2. ოსკარ რობერტსონი
  3. უილტ ჩემბერლენი
  4. ქარიმ აბდულ-ჯაბარი
  5. ბილ რასელი
  6. კობი ბრაიანტი
  7. ლებრონ ჯეიმსი
  8. ტიმ დანკანი
  9. ჰაკიმ ოლაჟუონი
  10. ჯერი უესტი

ბარკლიმ აღნიშნა, რომ ამ კალათბურთელების შემდეგ მოდიან მეჯიქ ჯონსონი, ლარი ბერდი, ელჯინ ბეილორი და შაკილ ო’ნილი.

ასევე, ბარკლიმ განაცხადა, რომ მზად არის, ამ ათეულში შეიყვანოს „გოლდენ სტეიტის“ გამთამაშებელი სტეფენ კარი, თუ ის კიდევ ერთ საჩემპიონო ტიტულს მოიგებს.