კობი ბრაიანტმა წიგნი დაწერა

10:46, 02.06.2018

„ლოს ანჯელეს ლეიკერსის” ლეგენდამ კობი ბრაიანტმა საკუთარ “ტვიტერზე” გაავრცელა ინფორმაცია, რომ 2018 წლის ოქტომბერში გამოუშვებს საკუთარ წიგნს, რომლის სახელწოდება იქნება – “მამბას მენტალობა: როგორ ვთამაშობ”.

წიგნში კალათბურთელი აღწერს საკუთარი ფსიქოლოგიისა და მატჩების მზადების თავისებურებებს. წიგნისთვის წინასიტყვაობა დაწერა “ლეიკერსის” ყოფილმა მწვრთნელმა ფილ ჯექსონმა.

დღეს ბრაიანტი ESPN-ის არხზე უშვებს ანალიტიკურ შოუს, სადაც NBA-ის ვარსკვლავების თამაშს არჩევს.

მსგავსი