კლუბი „ბასიანი“ - გულწრფელი საზოგადოებრივი პროტესტის გათვალისწინებით, ჩვენმა გუნდმა მოსკოვში ღონისძიების გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო
კლუბი „ბასიანი“ - გულწრფელი საზოგადოებრივი პროტესტის გათვალისწინებით, ჩვენმა გუნდმა მოსკოვში ღონისძიების გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო

„ბასიანი“ მოსკოვში დაგეგმილ ფესტივალში მონაწილეობას აღარ მიიღებს. ამის შესახებ განცხადება კლუბის „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ გადაწყვეტილების მიზეზი საზოგადოებრივი პროტესტი გახდა, რომელიც კლუბის რეზიდენტების მოსკოვში დაგეგმილ ჩასვლას მოჰყვა. კლუბში აცხადებენ, რომ BASSIANI/HOROOM-ის რეზიდენტები მიწვეული იყვნენ, როგორც სისტემასთან ბრძოლისა და გამარჯვების სიმბოლო.

„თქვენ მოიგეთ ის ბრძოლა, რომელიც ჩვენ წავაგეთ. ამიტომ გვსურს თქვენი მოწვევა აქ“ – მოგვწერეს ორგანიზატორებმა, რომლებიც არაერთხელ ყოფილან რუსეთისა და პუტინის რეპრესიული რეჟიმის მსხვერპლი. შეგახსენებთ, მოსკოვში არაერთი კლუბი დახურეს ზუსტად იმ მეთოდებით, რა მეთოდებითაც სცადა BASSIANI-ის დახურვა ჩვენმა ხელისუფლებამ“, – აღნიშნულია კლუბ „ბასიანის“ განცხადებაში.