ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვედრა კიდევ ერთხელ სთხოვა. ამის შესახებ კიმ ჩენ ინის მიერ აშშ-ის პრეზიდენტისთვის გაგზავნილ წერილშია ნათქვამი. ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.
როგორც აშშ-ის ლიდერის ადმინისტრაციაში აცხადებენ, ტრამპის კიმ ჩენ ინთან მორიგი შეხვედრის მზადება უკვე დაწყებულია.
„ტრამპმა მიიღო ძალიან თბილი და პოზიტიური წერილი კიმ ჩენ ინისგან“, – განაცხადა თეთრის სახლის პრესმდივანმა.
სარა სანდერსის თქმით, ჩრდილოეთ კორეის ლიდერი წერილში კიდევ ერთხელ გამოხატავს მზადყოფნას, კორეის ნახევარკუნძულის ბირთვულ განიარაღებას შეუწყოს ხელი.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ჩრდილოეთ კორეის ლიდერს პირველად 12 ივნისს სინგაპურში შეხვდა.