აშშ და ჩრდილოეთ კორეა ბირთვულ საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს 5 ოქტომბერს გამართავენ
აშშ და ჩრდილოეთ კორეა ბირთვულ საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს 5 ოქტომბერს გამართავენ

აშშ და ჩრდილოეთ კორეა ბირთვულ საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს 5 ოქტომბერს გამართავენ. ამის შესახებ ჩრდილოკორეული მედია, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება. ჯერჯერობით უცნობია, თუ სად გაიმართება სამუშაო ფორმატის შეხვედრა მხარეებს შორის.

ფხენიანში ამერიკის შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებების განახლების მზადყოფნის შესახებ ჯერ კიდევ სექტემბრის დასაწყისში განაცხადეს. თუმცა ამის პარალელურად ჩრდილოეთ კორეაში აღნიშნეს, რომ ვაშინგტონი იმ ინიციატივებით უნდა გამოსულიყო, რომლებიც ფხენიანს დააკმაყოფილებს. ​როგორც ცნობილია, ფხენიანს უსაფრთხოების გარანტია და აშშ-ის მხრიდან დაწესებული სანქციების გაუქმება სურს.