კიმ ჩენ ინმა დონალდ ტრამპს შეხვედრა კიდევ ერთხელ სთხოვა
კიმ ჩენ ინმა დონალდ ტრამპს შეხვედრა კიდევ ერთხელ სთხოვა

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვედრა კიდევ ერთხელ სთხოვა. ამის შესახებ კიმ ჩენ ინის მიერ აშშ-ის პრეზიდენტისთვის გაგზავნილ წერილშია ნათქვამი. ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.

როგორც აშშ-ის ლიდერის ადმინისტრაციაში აცხადებენ, ტრამპის კიმ ჩენ ინთან მორიგი შეხვედრის მზადება უკვე დაწყებულია.

„ტრამპმა მიიღო ძალიან თბილი და პოზიტიური წერილი კიმ ჩენ ინისგან“, – განაცხადა თეთრის სახლის პრესმდივანმა.

სარა სანდერსის თქმით, ჩრდილოეთ კორეის ლიდერი წერილში კიდევ ერთხელ გამოხატავს მზადყოფნას, კორეის ნახევარკუნძულის ბირთვულ განიარაღებას შეუწყოს ხელი.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ჩრდილოეთ კორეის ლიდერს პირველად 12 ივნისს სინგაპურში შეხვდა.

დატოვე კომენტარი