დონალდ ტრამპი - მე რომ პრეზიდენტი არ ვყოფილიყავი, ამერიკას ჩრდილოეთ კორეასთან ომი ექნებოდა
დონალდ ტრამპი - მე რომ პრეზიდენტი არ ვყოფილიყავი, ამერიკას ჩრდილოეთ კორეასთან ომი ექნებოდა

მე რომ პრეზიდენტი არ ვყოფილიყავი, თქვენ ახლა ჩრდილოეთ კორეასთან ომი გექნებოდათ, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „კოვიდ-19“-ის სამუშაო ჯგუფის ბრიფინგის დროს ჟურნალისტებს განუცხადა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჟურნალისტების მიერ ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით დასმულ კითხვებს უპასუხა და განაცხადა, რომ ჯერჯერობით კიმ ჩენ ინის ამჟამინდელ მდგომარეობაზე ხმამაღლა ვერ ისაუბრებს.

როგორც თეთრი სახლის ლიდერი აცხადებს, საზოგადოებას ამ კითხვაზე კონკრეტული პასუხები რამდენიმე დღეში ექნება. დონალდ ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ მას ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს კიმ ჩენ ინთან და რომ არა ის, ამერიკა და ჩრდილოეთ კორეა ამჟამად ომის რეჟიმში იქნებოდნენ.