ხორავას ქუჩაზე დაჭრილი მეორე მოსწავლე რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა. ცოტა ხანში, რესპუბლიკურ საავადმყოფოში ამის შესახებ ექიმები ჟურნალისტებთან კომენტარს გააკეთებენ.
შსს-ს ცნობით, თბილისში, ხორავას ქუჩაზე, პირველ დეკემბერს არასრულწლოვნებს შორის ჩხუბი მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღით დაჭრეს 2001 წელს დაბადებული დ.ს. და 2001 წელს დაბადებული ლ.დ.
დაჭრილი მოზარდებიდან ერთი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება თბილისის პოლიციის დეპარტამენტმა საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) დაიწყო.