ხორავას ქუჩაზე დაჭრილი მოსწავლის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა
ხორავას ქუჩაზე დაჭრილი მოსწავლის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა

თბილისში, ხორავას ქუჩაზე დაჭრილი მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.  რესპუბლიკური საავადმყოფოს ქირურგის დავით ლოლაძის განცხადებით, პაციენტს სამი ოპერაცია ჩაუტარდა.

„პაციენტის მდგომარეობა არის უკიდურესად მძიმე, არის არასტაბილური ჰერმოდინამიკით, შემოსვლიდან ამ დრომდე მიმდინარეობს მისი სასიცოცხლო მაჩვენებლების შენარჩუნება. ამისთვის ტარდება რეანიმაციული ღონისძიებები. არასტაბილურობას განაპირობებს ის, რომ პაციენტს სისხლის უდიდესი დანაკარგი ჰქონდა. მიმდინარეობს სისხლის გადასხმა, რის მიუხედავადაც, სისხლდენის ზოგადი შედედება არ ხდება და სისხლდენის შეჩერება ამის გამო ვერ ხერხდება“, – აცხადებს დავით ლოლაძე.

შსს-ს ცნობით, თბილისში, ხორავას ქუჩაზე, პირველ დეკემბერს არასრულწლოვნებს შორის ჩხუბი მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღით დაჭრეს 2001 წელს დაბადებული დ.ს., რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი და 2001 წელს დაბადებული ლ.დ., რომელიც მიყენებული ჭრილობის შედეგად, საავადმყოფოში მიყვანამდე, გზაში გარდაიცვალა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება თბილისის პოლიციის დეპარტამენტმა საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) დაიწყო.