ხორავას ქუჩაზე დაჭრილი მოზარდისთვის სისხლის ბანკი პირველი დადებითი ჯგუფის სისხლს ითხოვს
ხორავას ქუჩაზე დაჭრილი მოზარდისთვის სისხლის ბანკი პირველი დადებითი ჯგუფის სისხლს ითხოვს

ჰემატოლოგიის ინსტიტუტის სისხლის ბანკი თბილიში, ხორავას ქუჩაზე დაჭრილი მოზარდისთვის პირველი დადებითი ჯგუფის სისხლს ითხოვს.

„გუშინ დაჭრილი მოზარდისთვის სასწრაფოდ გვესაჭიროება პირველი დადებითი ჯგუფის სისხლი. დახმარების გაწევის მსურველებმა გთხოვთ მოგვმართეთ 2390313,577 221 413. მისამართი: წინანდლის N9 წმ იოანე მოწყალის სახელობის პრივატ კლინიკის პირველი სართული. ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის ინსტიტუტის სისხლის ბანკი. მადლობას გიხდით გულისხმიერებისთვის!“, – აღნიშნულია ჰემატოლოგიის ინსტიტუტის განცხადებაში.

შსს-ს ცნობით, თბილისში, ხორავას ქუჩაზე, პირველ დეკემბერს არასრულწლოვნებს შორის ჩხუბი მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღით დაჭრეს 2001 წელს დაბადებული დ.ს., რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი და 2001 წელს დაბადებული ლ.დ., რომელიც მიყენებული ჭრილობის შედეგად, საავადმყოფოში მიყვანამდე, გზაში გარდაიცვალა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება თბილისის პოლიციის დეპარტამენტმა საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) დაიწყო.