ხელვაჩაურის სამკერვალო ფაბრიკაში 100-ზე მეტი ადამიანი სავარაუდოდ საკვებით მოიწამლა
ხელვაჩაურის სამკერვალო ფაბრიკაში 100-ზე მეტი ადამიანი სავარაუდოდ საკვებით მოიწამლა. ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში ადასტურებენ, თუმცა უწყებაში ამბობენ, რომ ამ დროისთვის კლინიკებში მხოლოდ 50 ადამიანია გადაყვანილი, მოწამლულთა რაოდენობა კი ზუსტდება.
ადგილზე იმყოფებიან აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლები. მათი განცხადებით, დეტალურ ინფორმაციას ისინი მოგვიანებით გაავრცელებენ.
ამასთან, სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფები ატარებენ შემოწმებას და ლაბორატორიული კვლევისთვის აღებულია ნიმუშები.
„სააგენტოს აჭარის რეგიონულ სამმართველოში ჯანდაცვის ცენტრიდან შევიდა შეტყობინება დაახლოებით 45 ადამიანის ინტოქსიკაციის შესახებ. სააგენტო ინსპექტორები მოკვლევის მიზნით დაუყოვნებლივ გავიდნენ ადგილზე.
შემთხვევა აღინიშნა ბათუმში ფრიდონ ხალვაშის ქუჩა N342- ში მდებარე სამკერვალო ფაბრიკაში შპს „ფასტთრექტექსტილე“ , სადაც 400 ადამიანია დასაქმებული და არის ორგანიზებული კვება. მზა საკვების მიწოდებას ახორციელებს „ანკარა ქეითერინგი“. სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფები ატარებენ შემოწმებას ორივე ობიექტზე და ლაბორატორიული კვლევისთვის აღებულია ნიმუშები“,- აღნიშნულია სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.