ქუთაისის მეტალურგიულ ქარხანაში ამიაკის გაჟონვის შედეგად ხუთი მუშა მოიწამლა
ქუთაისის მეტალურგიულ ქარხანაში ამიაკის გაჟონვის შედეგად ხუთი მუშა მოიწამლა

ქუთაისის მეტალურგიულ ქარხანაში ამიაკის გაჟონვის შედეგად ხუთი მუშა მოიწამლა, მათგან ორი კლინიკაში გადაიყვანეს.

შემთხვევა დღეს დაახლოებით 12:30 საათზე მოხდა. მუშების ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია.

როგორც საქართველოს პირველ არხს ქარხნის „ამბიკონ სტილსის“ დირექტორმა ანკინ სინგჰანიამ განუცხადა, ქარხნის მუშები ჯართს ჭრიდნენ, რა დროსაც ერთ-ერთ ბალონში აღმოჩნდა გაზი და მოხდა აირის გაჟონვა.

„დღეს ჯართის გაჭრისას გაჟონა გაზმა. ბალონს არ ჰქონდა ნიშანი და მარკირება იმის შესახებ, რომ მასში იყო გაზი. ბალონის გახსნისთანავე გამოიდევნა აირი, რის შემდეგაც განვახორციელეთ ადამიანების დაუყონებლივი ევაკუაცია“, – განაცხადა ქარხნის დირექტორმა.