„სიენენი“ - აშშ-ში დააკავეს ქალი, რომელმაც დონალდ ტრამპის მოწამვლა სცადა
„სიენენი“ - აშშ-ში დააკავეს ქალი, რომელმაც დონალდ ტრამპის მოწამვლა სცადა

აშშ-ში დააკავეს ქალი, რომელმაც დონალდ ტრამპის მოწამვლა სცადა, – ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

როგორც „სიენენი“ იუწყება, ქალი კანადისა და აშშ-ის საზღვარზე დააკავეს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ეჭვმიტანილს თან ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონდა. ვაშინგტონის პროკურატურა ბრალის წარდგენისთვის ემზადება.

როგორც გასულ კვირას გახდა ცნობილი, სამართალდამცავებმა აღმოაჩინეს წერილი, რომელშიც მომწამვლელი ნივთიერება „რიცინი“ იყო მოთავსებული. გამოძიება ვარაუდობდა, რომ წერილი ტრამპს კანადიდან გაუგზავნეს.

გამოძიებას ფედერალური საგამოძიებო ბიურო აგრძელებს.

დატოვე კომენტარი