ოსლოში, ბუნკერში გამართულ არალეგალურ წვეულებაზე 25 ახალგაზრდა მოიწამლა
ოსლოში, ბუნკერში გამართულ არალეგალურ წვეულებაზე 25 ახალგაზრდა მოიწამლა

ოსლოში, ბუნკერში გამართულ არალეგალურ წვეულებაზე 25 ახალგაზრდა მოიწამლა. როგორც საავადმყოფოში განაცხადეს, ამის მიზეზი ნახშირბადის მონოქსიდი გახდა.

ნორვეგიის დედაქალაქში მოწამლული ახალგაზრდების ასაკი 20-დან 30-წლამდე მერყეობს, ხუთი მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია.

მოწამლული ახალგაზრდები პოლიციამ შემთხვევით აღმოაჩინა. სამართალდამცავების ყურადღება დილის 04:00 საათზე ერთ-ერთ შენობასთან შეუძლოდ მყოფმა ახალგაზრდებმა მიიპყრეს. შემდეგ კი ბუნკერში სხვა დაშავებულებსაც მიაკვლიეს.

როგორც პოლიციაში განაცხადეს, მოწამვლის მიზეზი, სავარაუდოდ, გადასატანი გენერატორები გახდა, რომელსაც წვეულებაზე აუდიოსისტემის და განათების ელექტროენერგიით უზრუნველყოფისთვის იყენებდნენ.

სულ არალეგალურ წვეულებას 80 ადამიანი ესწრებოდა.

დატოვე კომენტარი