ხავიერ კოლომინა - ნატო მიესალმება კანონპროექტის გაწვევას, მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ მხარეს საქართველოში, დაუბრუნდნენ ინკლუზიური რეფორმების დღის წესრიგს ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის
სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის, ხავიერ კოლომინას განცხადებით, ნატო მიესალმება „ხალხის ძალის“ კანონპროექტის გაწვევას.
კოლომინამ მოუწოდა საქართველოში პოლიტიკურ მხარეებს, დაუბრუნდნენ ინკლუზიური რეფორმების დღის წესრიგს.
„ნატო მიესალმება კანონპროექტის უპირობო გაწვევას, რომელმაც გამოიწვია ამდენი შეშფოთება და პროტესტი. ველოდებით, რომ ამას მოჰყვება გაგრძელება. მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ მხარეს საქართველოში, დაუბრუნდნენ ინკლუზიური რეფორმების დღის წესრიგს შემდგომი ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის“, – განაცხადა ხავიერ კოლომინამ.