ხავიერ კოლომინა – ნატო არ აღიარებს საქართველოს ცხინვალის რეგიონში გამართული არჩევნების ლეგიტიმურობას, ალიანსი განაგრძობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას
კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ხავიერ კოლომინა ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ეხმაურება.
„ნატო არ აღიარებს საქართველოს ცხინვალის რეგიონში გამართული არჩევნების ლეგიტიმურობას. ალიანსი განაგრძობს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას მის საერთაშორისო აღიარებულ საზღვრებში“, – წერს კოლომინა სოციალურ ქსელში.
#NATO does not recognize the legitimacy of the elections which took place in the Georgian region of Tskhinvali yesterday. The Alliance continues to support Georgia’s sovereignty and territorial integrity within its internationally recognized borders
— Javier Colomina (@JavierColominaP) June 10, 2024