ხავიერ კოლომინა – ნატო შეშფოთებულია პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტის გამო, ეს ხელს არ უწყობს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას
ნატო შეშფოთებულია თბილისში პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტის გამო, – ამის შესახებ სამხრეთ კავკასიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ხავიერ კოლომინამ გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით „ტვიტერის“ გვერდზე დაწერა.
ხავიერ კოლომინას თქმით, აღნიშნული კანონპროექტი ხელს არ უწყობს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.
„საქართველოსთვის, როგორც ნატო-ს ასპირანტისთვის, მნიშვნელოვანია, ჰქონდეს სწორი ჩარჩო მედიის თავისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობის უზრუნველსაყოფად. ეს კანონპროექტი უკან გადადგმული ნაბიჯია და ხელს არ უწყობს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას“, – წერს ხავიერ კოლომინა.
#NATO is concerned about the draft law passed in first reading in Tbilisi. Key for #Georgia, as NATO aspirant, to have the right framework to ensure media freedom and civil society participation. This draft is a step backwards & does not further 🇬🇪 Euro Atlantic integration
— Javier Colomina (@JavierColominaP) April 19, 2024