ხავიერ კოლომინა – ნატო მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ რეფორმები დააჩქაროს
ნატო მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, დააჩქაროს რეფორმები დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად და ქართველი ხალხის ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ სწრაფვის ხელშეწყობის მიზნით, – ამის შესახებ სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ხავიერ კოლომინა სოციალურ ქსელში წერს.
„ნატო მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ერთგულია საქართველოსთან ჩვენი ხანგრძლივი პარტნიორობის. მოუწოდებს მის მთავრობას, დააჩქაროს რეფორმები დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად და ქართველი ხალხის ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ სწრაფვის ხელშეწყობის მიზნით“,- წერს კოლომინა სოციალურ ქსელში.
#NATO supports Georgia’s sovereignty and territorial integrity, is committed to our long-standing partnership with 🇬🇪 and calls on its government to accelerate reforms to strengthen democratic institutions and advance 🇬🇪 people’s aspirations towards Euro-Atlantic integration pic.twitter.com/HYF8fpN360
— Javier Colomina (@JavierColominaP) July 15, 2024