ხავიერ კოლომინა – მივესალმებით სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის 1991 წლის ალმათის დეკლარაციაზე დაფუძნებულ შეთანხმებას, როგორც საზღვრის დელიმიტაციის საფუძველს
კავკასიისა და ცენტრალური აზიის საკითხებში ნატო-ს სპეციალური წარმომადგენელი ხავიერ კოლომინა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შეთანხმებას მიესალმება.
„მივესალმებით სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის 1991 წლის ალმათის დეკლარაციაზე დაფუძნებულ შეთანხმებას, როგორც საზღვრის დელიმიტაციის საფუძველს. ორივე ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღიარება საკვანძო პრინციპია. როგორც ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა რეგიონში მოგზაურობისას განაცხადა, ნატო მტკიცედ უჭერს მხარს ნორმალიზების მცდელობებს”, – განაცხადა ხავიერ კოლომინამ.
შეგახსენებთ, რომ სომხეთმა და აზერბაიჯანმა შეათანხმეს, სად გაივლის მათი საზღვარი. როგორც ცნობილია, განახლებული საზღვარი საბჭოთა კავშირის დაშლის დროს არსებულ საზღვრებს შეესაბამება. მედიის ცნობით, ბაქო და ერევანი ასევე შეთანხმდნენ, უახლოეს მომავალში გაიყვანონ სამხედროები აღნიშნული მონაკვეთებიდან და იქ სასაზღვრო სამსახური განათავსონ; გარდა ამისა, შეათანხმონ რიგითობა საზღვრის დანარჩენ მონაკვეთებზე დელიმიტაციის პროცესის გასაგრძელებლად.
Welcome the agreement between 🇦🇲 & 🇦🇿 on the 1991 Almaty declaration as the basis for border delimitation. Recognition of territorial integrity of both is a key principle. As SG @jensstoltenberg stated in his trip to the region #NATO strongly supports the normalisation efforts
— Javier Colomina (@JavierColominaP) April 22, 2024