ხაშურში ყოფილი მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა
გორის რაიონულმა სასამართლომ ხაშურში ყოფილი მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულ ირაკლი დეკანოიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ადვოკატები ბრალდების მხარის პოზიციას პატიმრობის შუამდგომლობაზე დაეთანხმნენ. მათ ალტერნატიული სახით გირაო ან სხვა რაიმე შუამდგომლობა არ დაუყენებიათ.
ირაკლი დეკანოიძე ბრალს ნაწილობრივ აღიარებს და აცხადებს, რომ მეუღლის მკვლელობა წინასწარ განზრახული არ ჰქონდა. დაკავებულს ბრალი ოფიცილაურად დღეს წარედგინა.
ხაშურში, 30 წლის ქალის მკვლელობის ფაქტზე მისი ყოფილი მეუღლე გუშინ დააკავეს. გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის, ასევე, ცეცხსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობების უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 11 პრიმა 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით, 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით მიმდინარეობს.
შსს-ს ინფორმაციით, დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.