30 წლის ქალი, რომელსაც ყოფილმა მეუღლემ თავის არეში დაზიანებები მიაყენა, ხაშურის საავადმყოფოში გარდაიცვალა
30 წლის ქალი, რომელსაც ყოფილმა მეუღლემ თავის არეში დაზიანებები მიაყენა, ხაშურის საავადმყოფოში გარდაიცვალა

ახალგაზ​რდა ქალი, რომელსაც ყოფილმა მეუღლემ თავის არეში დაზიანებები მიაყენა, გარდაიცვალა. ინფორმაცია ხაშურის რეფერალურ ჰოსპიტალში დაადასტურეს.

30 წლის ქალი ჰოსპიტალში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

„დაზიანება იყო მძიმე, პრაქტიკულად სიცოცხლესთან შეუთავსებელი. ქალა ტვინის ტრავმა იყო. პაციენტი შემოიყვანეს უგონო მდგომარეობაში. ის გადაყვანილი იყო მართვით სუნთქვაზე, უტარდებოდა სათანადო რეანიმაციული ღონისძიებები. პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა. სავარაუდოდ, ეს არ იყო ცეცხლნასროლი დაზიანება. იყო მრავლობითი ტრავმა ქალას ძვლებისა და იყო ტვინის ტრავმა. იყო სისხლჩაქცევები თავის ტვინში,“ – განაცხადა კლინიკის მენეჯერმა, თეიმურაზ მძინარაშვილმა.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა თავდაპირველად ხელყუმბარა ისროლა იმ მაღაზიაში, სადაც მისი ყოფილი მეუღლე მუშაობდა, მას შემდეგ კი, რაც ყელყუმბარა არ აფეთქდა, ყოფილ მეუღლეებს შორის დაპირისპირება შენობის გარეთ გაგრძელდა, რა დროსაც, მამაკაცმა ახალგაზრდა ქალს თავის არეში  დაზიანებები მიაყენა.

შემთხვევა ხაშურში, თამარ მეფის ქუჩაზე მოხდა. ოჯახის წევრები დეტალებზე არ საუბრობენ.