ხადას ხეობაში აცხადებენ, რომ მწყემსი, რომელიც საქართველოსა და ამერიკის ორმაგი მოქალაქეობის მქონე ორი პირის და მათი ოთხი წლის შვილის მკვლელობაში სავარაუდო დამნაშავეა, ადგილობრივი მცხოვრები არ არის.
ამის შესახებ პირველ არხს ხეობაში განუცხადეს. როგორც ხადას ხეობის მოსახლეობა ამბობს, მწყემსი დაკავებულია. მათი ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავემ თქვა, რომ ბავშვი ტიროდა და ამის გამო მოკლა.
ხადას ხეობაში რამდენიმედღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ, ოთხი წლის ბავშვი გარდაცვლილი ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტრიაზე იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაცია პირველ არხს დუშეთის გამგებელმა ზურაბ სეხნიაშვილმა დაუდასტურა.