ხადას ხეობაში მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგი გაიმართება.
როგორც უწყებაში პირველ არხს განუცხადეს, ბრიფინგი 14:00 საათზე ჩაინიშნა.
ხადას ხეობაში საქართველოსა და ამერიკის ორმაგი მოქალაქეობის მქონე ორი პირის და მათი ოთხი წლის შვილის მკვლელობაში სავარაუდო დამნაშავე დაკავებულია,- ამის შესახებ პირველ არხს დუშეთის გამგებელმა, ზურაბ სეხნიაშვილმა განუცხადა.
სეხნიაშვილის ინფორმაციით, რამდენიმედღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ, ოთხი წლის ბავშვის ცხედარი ხეობაში, ჩანჩქერთან ახლოს იპოვეს. ბავშვის მშობლების ცხედრები კი, რამდენიმე დღის წინ ნახეს.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს და 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით ისჯება. მიმდინარე გამოძების ფარგლებში დაინიშნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა.
ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეებს ორმაგი მოქალაქის სტატუსი ჰქონდათ მინიჭებული და რამდენიმე წელია, რაც საქართველოში, მარნეულში ცხოვრობდნენ.