კევინ სპეისის მონაწილეობით, ახალი ფილმის ტრეილერი გამოქვეყნდა
13:07, 14.06.2018
ამერიკელი მსახიობი კევინ სპეისი, რომელიც გასულ წელს სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულეს, ახალი ფილმით ბრუნდება.
ეს არის პირველი სურათი, რომელშიც კევინ სპეისი გახმაურებული სკანდალის შემდეგ მიიღებს მონაწილეობას. ფილმის ტრეილერი უკვე გამოქვეყნდა.
სურათის სახელწოდება Billionaire Boys Club იქნება. სიუჟეტი კი 1980-იანი წლების ლოს-ანჯელესში ვითარდება.
ორი ოსკარის, ოქროს გლობუსის, BAFTA-სა და სხვა არაერთი პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი მსახიობი სექსუალურ შევიწროებაში ბრალი ენტონი რეპმაBuzzFeed-თან ინტერვიუში დაადანაშაულა, რის შემდეგაც ჰოლივუდის ვარსკვლავმა ქამინგაუთი გააკეთა და განაცხადა, რომ გეია.