გახმაურებული სკანდალების შემდეგ კევინ სპეისიმ პირველი ვიდეომიმართვა გააავრცელა

გახმაურებული სექსუალური სკანდალების შემდეგ კევინ სპეისი პირველ ვიდეომიმართვას ავრცელებს.

სამწუთიან ვიდეორგოლში მსახიობმა „ბანქოს სახლის“ პერსონაჟის, ფრენსის ანდერვუდის როლი მოირგო. მიმართვაში სპეისი როგორც სერიალის პერსონაჟზე, ისე მინიშნებებით საკუთარ თავზე და მის გარშემო ამტყდარ სექსუალურ სკანდალზეც საუბრობს.

ორი ოსკარის, ოქროს გლობუსის, BAFTA-სა და სხვა არა ერთი პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი მსახიობის გარშემო სკანდალები 2017 წელს დაიწყო.

მსახიობს სექსუალურ შევიწროებაში პირველად ბრალი ენტონი რეპმა BuzzFeed-თან ინტერვიუში დასდო. აგორებული სკანდალიდან რამდენიმე დღეში „ნეტფლიქსმა“ ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული და პოპულარული სერიალიდან „ბანქოს სახლი“ კევინ სპეისის გმირი ფრენკ ანდერვუდი ამოიღო.

დატოვე კომენტარი