სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული კევინ სპეისი სასამართლოს წინაშე პირველად წარსდგა

11:27, 08.01.2019

სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული კევინ სპეისი სასამართლოს წინაშე პირველად წარსდგა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მოსმენა მასაჩუსეტსის შტატის ქალაქ ნანტუკეტის საოლქო სასამართლოში გაიმართა. აღნიშნული საქმეში ერთ-ერთი მოწმე ჟურნალისტი ჰეზერ უნდოა, რომელიც ამბობს, რომ ოსკაროსანმა მსახიობმა მის შვილზე იძალადა, როცა ბიჭი 18 წლის იყო.

ორი ოსკარის, ოქროს გლობუსის, BAFTA-სა და სხვა არა ერთი პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი მსახიობის გარშემო სკანდალები 2017 წელს დაიწყო.

მსახიობს სექსუალურ შევიწროებაში პირველად ენტონი რეპმა BuzzFeed-თან ინტერვიუში დასდო ბრალი . აგორებული სკანდალიდან რამდენიმე დღეში „ნეტფლიქსმა“ ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული და პოპულარული სერიალიდან „ბანქოს სახლი“ კევინ სპეისის გმირი ფრენკ ანდერვუდი ამოიღო.

მსგავსი