House of Cards- ის ახალი სეზონის ოფიციალური ტრეილერი გამოქვეყნდა

სტრიმინგ სერვისების წამყვანმა კომპანიამ, Netflix-მა House of Cards- ის ახალი სეზონის ოფიციალური ტრეილერი გაავრცელა.

სერიალი ეკრანებზე ორ ნოემბერს ბრუნდება. გახმაურებული სექსუალური სკანდალების შემდეგ ახალ სეზონში აღარ იქნება კევინ სპეისი და მთელი აქცენტი ამერიკის ახალ პრეზიდენტ კლერ ანდერვუდზე გაკეთდება.

Netflix-ის წარმომადგენლების განცხადებით, ახალი სეზონი მხოლოდ რვა ეპიზოდით იქნება წარმოდგენილი. მსახიობთა გუნდს შეუერთდნენ დაიან ლეინი და გრეგ კინერი.