გამოვიდა ფილმის ტრეილერი, რომელშიც როლებს ირაკლი კვირიკაძე და ენტონი ჰოპკინსი ასრულებენ

გამოვიდა ფილმის ტრეილერი, რომელშიც როლებს ქართველი მსახიობი ირაკლი კვირიკაძე და ოსკარის მფლობელი ენტონი ჰოპკინსი ასრულებენ. ფილმის რეჟისორები ვალენტინა დე ამიჩისი და რიკარდო ფედერიკო სპინოტი არიან.

კინოსურათის სახელწოდებაა „ახლა ყველაფერია“ (Now is everything).

სიუჟეტი ახალგაზრდა ფოტოგრაფზე, ნიკოლას იარნაზე მოგვითხრობს, რომლის როლსაც ირაკლი კვირიკაძე ასრულებს.

კინოსურათში ასევე მონაწილეობენ ჯეკ ნიკოლსონისა და სტინგის შვილები, ასევე ალენ დელონის შვილიშვილი.

ფილმის პროდიუსერი ოსკარზე ორჯერ ნომინირებული დანტე სპინოტია. ოთხი ოსკარის მფლობელი კოლინ ეტვუდი კი კოსტუმების დიზაინერია.

ფილმზე კიდევ ერთი ქართველი, მხატვარი ლაშა ზამბახიძე მუშაობს.

2008 წელს ქართველი მსახიობი ირაკლი კვირიკაძე რეზო გიგინეიშვილის ფილმში „მძევლები“ შესრულებული როლისთვის ევროპული კინოს „ამომავალ ვარსკვლავებს” შორის დასახელდა. „მძევლები“ დიდ ეკრანებზე 2017 წელს გამოვიდა. ფილმის პრემიერა ბერლინის კინოფესტივალზე შედგა.

დატოვე კომენტარი