კევინ სპეისის მონაწილეობით, ახალი ფილმის ტრეილერი გამოქვეყნდა
კევინ სპეისის მონაწილეობით, ახალი ფილმის ტრეილერი გამოქვეყნდა

ამერიკელი მსახიობი კევინ სპეისი, რომელიც გასულ წელს სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულეს,  ახალი ფილმით ბრუნდება.

ეს არის პირველი სურათი, რომელშიც კევინ სპეისი გახმაურებული სკანდალის შემდეგ მიიღებს მონაწილეობას. ფილმის ტრეილერი უკვე გამოქვეყნდა.

სურათის სახელწოდება Billionaire Boys Club იქნება. სიუჟეტი კი 1980-იანი წლების ლოს-ანჯელესში ვითარდება.

ორი ოსკარის, ოქროს გლობუსის, BAFTA-სა და სხვა არაერთი პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი მსახიობი სექსუალურ შევიწროებაში ბრალი ენტონი რეპმა BuzzFeed-თან ინტერვიუში დაადანაშაულა, რის შემდეგაც ჰოლივუდის ვარსკვლავმა ქამინგ აუთი გააკეთა და განაცხადა, რომ გეია.

.

დატოვე კომენტარი