კეტრინ ზეტა-ჯონსი Facebook-ის მიერ გადაღებულ სერიალში მთავარ როლს შეასრულებს
ბრიტანელმა მსახიობმა კეტრინ ზეტა-ჯონსმა ფეისბუქთან კონტრაქტი გააფორმა, რომლის მიხედვითაც ის სოციალური ქსელის მიერ გადაღებულ სერიალში, Queen America მთავარ როლს შეასრულებს.
ინფორმაციას ამის შესახებ variety. ავრცელებს.
სერიალის პირველი სეზონი 10 სერიით იქნება წარმოდგენილი. სერიალი კომედიური ჟანრის იქნება და მას ოკლაჰომას შტატში გადაიღებენ.
ოსკარის მფლობელი მსახიობი ვიკი ელისის როლს შეასრულებს, ოკლაჰომაში ყველაზე დაუნდობელი, მაგრამ მოთხოვნადი ქოუჩის, რომელმაც „მის ამერიკას” კონკურსის მონაწილე უნდა მოამზადოს.
Facebook-მა რამდენიმე თვის წინ განაცხადა, რომ საკუთარი სერიალების გადაღებას იწყებდა, რომლის თითო ეპიზოდშიც მინიმუმ მილიონს ჩადებდა.