კელი დეგნანი საქართველოს პოლიტიკურ და წინასაარჩევნო გარემოზე სასაუბროდ „ენდიაის“ პრეზიდენტს შეხვდა
კელი დეგნანი საქართველოს პოლიტიკურ და წინასაარჩევნო გარემოზე სასაუბროდ „ენდიაის“ პრეზიდენტს შეხვდა

ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) მიუკერძოებელი ორგანიზაციაა, რომელიც მსოფლიოში დემოკრატიულ ინსტიტუტებს უჭერს მხარს, – ამის შესახებ განცხადებაშია აღნიშნული, რომელსაც საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.

მათივე ცნობით, დღეს ელჩი დეგნანი „ენდიაის“ პრეზიდენტს, დერეკ მიტჩელს შეხვდა საქართველოს პოლიტიკურ და წინასაარჩევნო გარემოზე სასაუბროდ.

„NDI საქართველოში ოც წელზე მეტია, რაც მუშაობს. აშშ-ის მთავრობა სიამაყით თანამშრომლობს NDI-სთან, რათა ხელი შეუწყოს ისეთი დემოკრატიული ინსტიტუტების შენებასა და გაძლიერებას, რომელიც უპასუხებს ქართველი ხალხის საჭიროებებს“,-აღნიშნულია აშშ-ის საელჩოს ინფორმაციაში.