NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობა, 45 პროცენტი საქართველოს მომავალს ოპტიმისტურად უყურებს
NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობა, 45 პროცენტი საქართველოს მომავალს ოპტიმისტურად უყურებს

NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობა საქართველოს მომავალს ოპტიმისტურად უყურებს. პასუხად კითხვაზე – რამდენად ეთანხმებით ან არ ეთანხმებით შემდეგ მოსაზრებას: ჩემი ქვეყნის მომავლის მიმართ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი? – გამოკითხულთა 45 პროცენტი ამბობს, რომ ეთანხმება, 39 პროცენტი ამბობს, რომ „არც ეთანხმება და არც არ ეთანხმება“, 14 პროცენტის პასუხია, რომ „არ ეთანხმება“, ხოლო გამოკითხულთა 2 პროცენტი ამბობს, რომ „არ იცის“.

2022 წლის დეკემბრის მონაცემებით, გამოკითხულთა შედეგები ასეთი იყო: ვეთანხმები – 44 პროცენტი, არც ვეთანხმები და არც არ ვეთანხმები – 37 პროცენტი, 17 პროცენტი – არ ვეთანხმები, ერთი პროცენტი – არ ვიცი.

კვლევის მიხედვით, სხვებთან შედარებით, პატარა ქალაქების მოსახლეობა, 35+ ასაკობრივი ჯგუფი და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები მეტი ოპტიმიზმით გამოირჩევიან.

NDI-ის ინფორმაციით, აღნიშნული ანგარიში 14 ოქტომბრიდან 4 ნოემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირი გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). ოქტომბერში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2,068 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 2,2 პროცენტია.