კატალონიის ყოფილი ლიდერი კარლეს პუიჩდემონი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ქართულად ულოცავს
კატალონიის ყოფილი ლიდერი კარლეს პუიჩდემონი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ქართულად ულოცავს.
“დამოუკიდებლობის დღეს გილოცავ, საქართველო!” – წერს კარლეს პუიჩდემონი “ტვიტერში”.
„კატალონიელი ხალხი მხარს უჭერს და იზიარებს თქვენ ბრძოლას დამოუკიდებლობისა და დემოკრატიული განვითარებისთვის ევროპაში”, – აღნიშნავს პუიჩდემონი.
მილოცვას ავრცელებს კატალონიის ყოფილი ლიდერის კარლეს პუიჩდემონის რეგიონული მთავრობის ყოფილი პრესმდივანი ჟოან მარია პიკეც.
ყოფილი მთავრობის წარმომადგენელი საქართველოსადმი ევროკომისიის პრეზიდენტის ჟან კლოდ იუნკერი მილოცვას ავრცელებს და იმედს გამოთქვამს, რომ მალე ევროკომისიის პრეზიდენტი დამოუკიდებლობის კატალონიასაც მიულოცავს.
“ერთ დღეს (მოდით იმედი ვიქონიოთ, არც ისე დიდი ხნის მერე) ევროკომისიის პრეზიდენტი ასეთ “ტვიტს” გაავრცელებს, სადაც “საქართველოს” ნაცვლად “კატალონია” ეწერება.რადგან კატალონიელები არასდროს შეწყვეტენ თავისუფლებისთვის ბრძოლას! გილოცავთ, საქართველო!” – წერს ჟოან მარია პიკე.