ბრიუსელის სასამართლომ კარლეს პუიჩდემონის ექსტრადირების საქმის განხილვა 16 დეკემბრამდე გადადო
ბრიუსელის სასამართლომ კარლეს პუიჩდემონის ექსტრადირების საქმის განხილვა 16 დეკემბრამდე გადადო

ბრიუსელის სასამართლომ კატალონიის ყოფილი ლიდერის, კარლეს პუიჩდემონის ექსტრადირების საქმის განხილვა 16 დეკემბრამდე გადადო. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

პუიჩდემონი დღეს სასამართლოში ადვოკატთან ერთად გამოცხადდა. მოსამართლემ საქმის განხილვის გადადების გადაწყვეტილება იმ მიზნით მიიღო, რომ ადვოკატს ახალი მასალების გაცნობის დრო ჰქონდეს.

​შეგახსენებთ, 17 ოქტომბერს კატალონიის ყოფილი ლიდერი ბრიუსელის პოლიციაში გამოცხადდა, სადაც მას ესპანეთის მიერ გაცემული დაკავების ევროპული ორდერი ჩააბარეს. ექსტრადირების საქმის განხილვის დასრულებამდე პუიჩდემონს ბელგიის დატოვება ეკრძალება.

14 ოქტომბერს ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ კატალონიელი სეპარატისტების ლიდერებს დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის ჩატარებასთან დაკავშირებული საქმის ფარგლებში 9-დან 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, რასაც ესპანეთში საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა. უზენაესი სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანისთანავე, ესპანეთის მთავრობამ კარლეს პუიჩდემონის დაკავების ორდერი ხელახლა გასცა.

კარლეს პუჩდემონმა ესპანეთი კატალონიის დამოუკიდებლობის შესახებ 2017 წლის ოქტომბერში ჩატარებული რეფერენდუმის შემდეგ დატოვა.

დატოვე კომენტარი